საბჭოთა საქართველოში პირველად და უკანასკნელად აღნიშნული 26 მაისი

ავტორები

  • ბექა გაჩეჩილაძე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0002-3017-4015

საკვანძო სიტყვები:

საბჭთა ოკუპაცია, დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი

რეზიუმე

1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლება ყველამხრივ ცდილობდა საქართველოს მოსახლეობის კეთილგანწყობის მოპოვებას, მართალია მათ იარაღის ძალით მოახერხებ ქვეყანაზე კონტროლის მოპოვება, მაინც მათი შეხედულებით ისინი კეთილ საქმეს ჩადიოდნენ, რომელიც მოსახლეობისთვის უნდა აეხსნათ. საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო
ძალების მეთაურობა და კომუნისტური პარტიის ამიერკავკასიის ბიუროს მოსაზრებით სწორედ დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება იყო მჩაგვრელი და მოსახლეობის შემავიწროვებელი, მაგრამ იმასაც ხვდებოდნენ, რომ ოკუპაცია ნეიტრალურ ადამიანსაც ცუდად განაწყობს ოკუპანტის მიმართ, ამიტომ საწყის პერიოდში „დამთმობი“ პოლიტიკის გატარება გადაწყდა, რომელიც ძველი სისტემის პირობით შენარჩუნებას გულისხმობდა, რადგან მოსახლეობას ძალიან დიდი ცვლილება არ ეგრძნო
და არ მომხდარიყო ქვეყანაში არეულობა, რომელიც მძიმე შედეგებით შეიძლება დასრულებულიყო.
საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლების მიერ შენარჩუნდა ადგილობრივი პარტიები, თუმისი წევრების მიმართ დაიწყო მალული თვალთვალი და გადაბირების პოლიტიკა, ამ ქმედებების მიზანი იყო გაექროთ ფიზიკურად ან პოლიტიკურად ადამიანები, რომელთაც მეტ-ნაკლები გავლენა ჰქონდათ მოსახლეობაზე.
მიუხედავად საიდუმლო ქმედებებისა, საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლებამ თავიდან ვერ აირიდა მოსახლეობის მოთხოვნა აღნიშნულიყო დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე 26 მაისი, რომელსაც ქართველი ერი საკუთარი ერის მონაპოვრად და პოლიტიკურ მიღწევად განიხილავდა. მართალია საბჭოთა ხელისუფლებას არ სურდა ამ დღის აღნიშვნა, ისინი იძულებულნი იყვნენ მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნა გაეთვალისწინებინათ, თუმცა მოძებნეს გამოსავალი, რომელიც მათი მმართველობისთვის იქნებოდა სასარგებლო, მათ 26 მაისი, ქართველი ხალხის დამოუკიდებლობის დღე გარდაქმნეს ინერნაციონალურ, ზოგადმშრომელთა გათავისუფლების დღედ, სადაც საქართველო წარმოაჩინეს, არა, როგორც
დამოუკიდებელი სახელმწიფო არამედ მშომელთა ქვეყანა, რომელიც იჩაგრებოდა და რეალური თავისუფლება 25 თებერვალმა მოიტანა. ამგვარი დამახინჯებული იდეოლოგიით საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებამ თავისი არსებობის მანძილზე, პირველად და უკანასკნელად აღნიშნა 26 მაისი მისი რეალური იდეისა და არსის გარეშე.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2023-07-08