თეატრი და ქართული იდენტობა („ივერიის“ მიხედვით)

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

თეატრი, იდენტობა, ბეჭდური მედია, „ივერია“

რეზიუმე

თეატრს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ქართული იდენტობის გადარჩენისთვის, ვინაიდან რუსული მმართველობის პერიოდში თეატრი არა მარტო დასვენების ადგილს, არამედ ნაციონალური ენის საჯარო გამოყენების საშუალებას წარმოადგენდა.
ქართველთა დენაციონალიზაციის პირობებში თეატრი უნდა გამხდარიყო იდენტობის შენარჩუნების უმთავრეს საშუალებად, გამოეფხიზლებინა საზოგადოება და განემტკიცებინა ეროვნული ცნობიერება. ე.ი. ქართულ თეატრს უნდა შეექმნა იდენტობის ახალი ნაციონალური მეხსიერების ადგილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე განსხვავებული რაკურსით წარმოვადგენ ქართული თეატრის ისტორიას ბეჭდური მედიის - ივერიის პუბლიკაციების ანალიზით. მასალათა მრავალფეროვნებაში მოცემულია ქართულ სცენაზე შესრულებულ წარმოდგენებზე მსჯელობა, პიესების, შემსრულებლების ხელოვნების კრიტიკული გარჩევა. ამასთან, მედიაში გაშუქებულია გამართული წარმოდგენების და წარმოდგენების ხელშემწყობთა შესახებ ინფორმაციები.
მდიდარი და მრავალფეროვანი პუბლიკაციები გვიდასტურებს ქართული თეატრის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქართველობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში. წარმოდგენები იმართებოდა ქართულად, წარმოდგენის შემდეგ საღამო გრძელდებოდა ქართული ლექსების კითხვით, რაც ბლომად შეკრებილ საზოგადოებას სენტიმენტებს უღვივებდა და უძლიერებდა. გარდა ამისა, წარმოდგენები ხშირ შემთხვევაში საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა: ეხმარებოდნენ ღარიბ მოსწავლეებს, აგრეთვე წყალდიდობით დაზარალებულებს, სკოლისა თუ სამკითხველოს დაარსებას უწევდნენ შემწეობას. ასეთი ფაქტები მისაბაძი უნდა გამხდარიყო სრულიად საქართველოსთვის.
ამდენად, თეატრი მრავალმხრივ ეწეოდა ეროვნულ საქმეს: აჯანსაღებდა დამსწრე საზოგადოების სულს, ეწეოდა ქველმოქმედებას, ადგენდა და აკავშირებდა ქართულ იდენტობას.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2023-07-08