საუნივერსიტეტო განათლება და ეროვნული პოლიტიკა სამცხე-ჯავახეთში

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

უნივერსიტეტი, მესხეთი, ეროვნული პოლიტიკა, სამცხე-ჯავახეთი

რეზიუმე

ოცდაათ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საუნივერსიტეტო ცხოვრებით ცხოვრობს სამხრეთ საქართველო, ახალციხე, ახალქალაქი. მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მისმა ახალგაზრდა მეცნიერებმა კურსი სამხრეთისაკენ აიღეს. ყველაზე შორეულ სოფელშიც კი შეაღწია ახალგაზრდულმა ენერგიამ. დედაქალაქმა ხელახლა აღმოაჩინა მესხეთი, რომელიც ყოველთვის პატრიოტიზმისა და ეროვნული თვითმყოფადობის, ქართული კულტურის სათავეების სიმბოლო იყო.
1990 წელს გაიხსნა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალი. მასთან ერთად, ერთი ბრძანებით, შეიქმნა რვა საგანმანათლებლო დანაყოფი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ისტორიის გამოცდას გაუძლო მხოლოდ ახალციხემ, რომელიც დღევანდლამდე მოვიდა, როგორც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იგი მდებარეობს ორ გეოგრაფიულ პუნქტში - ახალციხესა და ახალქალაქში და აგრძელებს იმ უძველეს საგანმანათლებლო ტრადიციებს, რომელიც თან ახლდა მესხეთს მთელი ისტორიის მანძილზე. უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა რეგიონულ საგანმანათლებლო დაწესებულებად და აქვს ამბიცია, რეგიონის ადმინისტრაციასთან ერთად შექმნას სამცხე-ჯავახეთის მომავალი. მის ჩამოყალიბებას პირველ რიგში მოჰყვა ახალი სამუშო ადგილების შექმნა და ეს პროცესი გრძელდება. უნივერსიტეტში ქართველებთან ერთად სწავლობენ არაქართულსკო ლადამთავრებული სტუდენტები. სომეხი ახალგაზრდები გადიან ერთწლიან სახელმწიფო პროგრამას, რის შემდეგაც მათთვის პრობლემა აღარ არის სახელმწიფო ენაზე სწავლა და შესაბამისი სპეციალობის მიღება.
სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს სახელმწიფო ენის შესწავლისა და ეროვნულ უმცირესობათა სახელმწიფოსთან ინტეგრაციის პროცესში. ამ ყველაფერს შედეგად მოჰყვა ის, რომ სახელმწიფო ენა თავის ფუნქციას ასრულებს არაქართულენოვან ადმინისტრაციულ დაწესებულებებში, რომელშიც უკვე
უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები მოვიდნენ რეგიონული მართვის ორგანოებში.
უნივერსიტეტმა ხელი შეუწყო ბევრი ისეთი დარგის განვითარებას, რომელიც დეფიციტური იყო მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, ამიტომაც უმაღლესი დაწესებულების განვითარება, ახალი სპეციალობებისა და მიმართულებების შექმნა რეგიონის მოთხოვნებთან არის დაკავშირებული. დიდია ასევე უნივერსიტეტის როლი მესხეთში ხელოვნების სხვადასხვა დარგის, ლიტერატურის და საგამომცემლო საქმიანობის განვითარებაში. 

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2023-07-09