ზაქარია ჭიჭინაძე და ქართველთა დენაციონალიზაციის პრობლემები (სომეხ კათოლიკეთა ანტიქართული საქმიანობა)

ავტორები

  • სერგო ვარდოსანიძე თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია https://orcid.org/0000-0003-0579-5458

საკვანძო სიტყვები:

რომის პაპი, სომეხი უნითორები, ზაქარია ჭიჭინაძე, მიხეილ თამარაშვილი, ივანე გვარამაძე, პეტრე ხარისჭირაშვილი

რეზიუმე

ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში განსაკუთრებით უმძიმესი იყო მეთხუთმეტე-მეთვრამეტე საუკუნეები, როდესაც ქვეყანა დაშლილი იყო მცირე პოლიტიკურ ერთეულებად-პროვინციულ სამეფო-სამთავროებად, ამას დაერთო ერთიანი ეკლესიის ადგილზე მცხეთის და ლიხთ-იმერეთის საპატრიარქოების, სამცხის ეკლესიის ცალკე გამოყოფა. ამ დროს სამხრეთიდან ორი დამპყრობელი ირანი და ოსმალეთი იტაცებდნენ ქართულ ტერიტორიებს და იქაურ ქართულ მოსახლეობას იძულებით ამაჰმადიანებდნენ. სასოწარკვეთილი მოსახლეობა ევროპელთა დახმარების იმედად რომის პაპის მისიონერების რჩევით კათოლიკურ სარწმუნოებაზე გადადიოდა, თუმცა მათ კვლავ ქართული ტიპიკონით შეეძლოთ უფლის ქართულ ენაზე დიდება, ვითარება შეიცვალა მეთექვსმეტე საუკუნეში, როდესაც რომის პაპმა პავლე მესამემ საქართველოს სამწყსო სომეხ კათოლიკე უნითორებს ჩააბარა. ისტორიკოსი ზაქარია ჭიჭინაძე ამხელს სომეხ კათოლიკეთა ვერაგობას, რომელთაც ქართველებს აუკრძალეს ქართულად წირვა-ლოცვა და დაიწყეს მათი გასომხება. სომეხმა კათოლიკეებმა თითქმის სრულად გაასომხეს ართვინის, არდაგანის და ნიგალის ხეობის კათოლიკე ქართველები, ისინი არ ერიდებოდნენ ტერორს მუქარას, მოსყიდვას, ცილისწამებას, კავკასიის და საქართველოს ისტორიის მრუდე სარკეში წარმოსახვას, განსაკუთრებით მხითარისტების კონგრეგაციის წევრები,რომელნიც ევროპელ მეცნიერებს და რომის პაპებს აჯერებდნენ თავიანთ შეთხზულ ფანტასტიკურ ისტორიებს. ზაქარია ჭიჭინაძე მიხეილ
თამარაშვილთან, ივანე გვარამაძესთან და პეტრე ხარისჭირაშვილთან ერთად აქტიურად ებრძოდა სომეხ კათოლიკეთა ვერაგულ პოლიტიკას, რომლის მიზანი იყო ქართველი ერის დენაციონალიზაცია და იცავდა ქართველი ერის თავისთავადობას.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2023-07-09