დიმიტრი უზნაძე კარდინალ რიშელიეზე

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

უზნაძე, რიშელიე, ისტორიოგრაფია, სახელმძღვანელოები

რეზიუმე

ბლეზ პასკალის თქმით, „კარდინალი რიშელიე არ ისურვებდა გამოცნობილი ყოფილიყო“. მართლაც, კარდინალ რიშელიეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შეფასებისას ისტორიკოსებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, ერთნი აქებს და ადიდებს მას, მეორენი კი, პირიქით, დიამეტრალურად საპირისპირო პოზიციას იკავებს და რიშელიეს სახელს მხოლოდ უარყოფით კონტექსტში განიხილავს. მათ შორის კონსენსუსის მიღწევა იოლი საქმე არ იქნება და ეს დავა, ალბათ, დიდხანს გაგრძელდება და არ დასრულდება. ამიტომ, ვფიქრობთ, ინტერეს მოკლებული არ იქნება იმის გარკვევა, თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო ქართველი მეცნიერის დიმიტრი უზნაძის დამოკიდებულება კარდინალ რიშელიეს მოღვაწეობისადმი. ეს საკითხი ამ კუთხით არ არის შესწავლილი. ეს სიახლეა, მას აქვს ქართული კონტექსტი და ამ საკითხის გაშუქების პირველი მცდელობაა.
საქართველოში რიშელიეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაშუქებას თავისი ისტორია აქვს და შედარებით უფრო დიდ მონაკვეთს მოიცავს, ვიდრე საბჭოთა წლებში ეგონათ. ეს იყო რეალობა, რომელსაც, ტოტალიტარული ბოლშევიკური რეჟიმის ძალისხმევის წყალობით, ფართო საზოგადოება ვერ ხედავდა. 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კარდინალ რიშელიეს ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი ინტერესმა სამეცნიერო პოპულარული ხასიათი შეიძინა და, უპირველეს ყოვლისა, აისახა ახალი ისტორიის პირველ ეროვნულ სასკოლო სახელმძღვანელოებში.
იმდროინდელი ქართული რეალობის ფონზე, ეს იყო სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი და მისი მიჩუმათება გამართლებული არ უნდა ჩანდეს. ეს არ გვაძლევს ამ საკითხის ადეკვატურ სურათს.
წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს გამოარკვიოს როგორ იყო გაშუქებული დიმიტრი უზნაძისა და ივანე გველესიანის „ახალი ისტორიის“ პირველ ეროვნულ სასკოლო სახელმძღვანელოში კარდინალ რიშელიეს მოღვაწეობა. მიუთითებს მის შუქ-ჩრდილებს და ცდილობს ახსნას მისი გამომწვევი მიზეზები.
ჩვენი მთავარი წყარო ამ საკითხთან დაკავშირებით არის დიმიტრი უზნაძისა და ივანე გველესიანის „ახალი ისტორიისა“ პირველი ეროვნული სასკოლო სახელმძღვანელო სხვა უფრო ხელშესახები მასალა არ მოიძებნება. ასე რომ, ჩვენ უნდა დავჯერდეთ იმას, რაც გვაქვს. ამ ინფორმაციისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება უადგილოა.
ვეცდებით გავარკვიოთ ორი საკითხი: 1. რამდენად ინფორმირებულები იყვნენ სახელმძღვანელოს ავტორები დიმიტრი უზნაძე და ივანე გველესიანი რიშელიეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. 2. როგორ აფასებდნენ კარდინალ რიშელიეს მოღვაწეობას.
დღევანდელი გადმოსახედიდან მათი განსჯა მიზანშეწონილი არ უნდა იყოს, ადვილი გზით სიარული იქნებოდა და ჰიპერკრიტიკულად მიგვაჩნია. მკაცრი მკაცრი მეცნიერული კრიტერიუმი აქ საზომად არ გამოდგება. ისინი ბევრად უფრო მოკრძალებული ამოცანის წინაშე იდგნენ. ეს არის სკოლის სახელმძღვანელო. მას აქვს წმინდა შემეცნებითი დატვირთვა. ამ კულტურტრეგერულ მისიას სახელმძღვანელოს ავტორებმა შეიძლება ითქვას, რომ ურიგოდ როდი გაართვეს თავი. მთავარი, ეს არის.
ამ თემაზე მათი განხილვის მნიშვნელობა, ვფიქრობთ, სწორედ ამაში უნდა მდგომარდეობდეს. ეს მასალა დაეხმარება ქართულ საზოგადოებას, პირველ რიგში, სტუდენტ ახალგაზრდობას და ამ საკითხზე ზოგადი წარმოდგენის ჩამოყალიბებაში.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ სახელმძღვანელოს ამ მონაკვეთს პლუსები გაცილებით უფრო მეტი გააჩნია ვიდრე მინუსები, ისინი რიშელიეს მოღვაწეობაში საკმაოდ ჩახედულები უნდა ჩანდნენ, რაც ემპირული, ფაქტობრივი მასალის ცოდნის და რიშელიეს მოღვაწეობის დადებითი შეფასებით შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული. ეს, ცხადია, ძალიან კარგია და ამ თემაზე მათი მსჯელობის კიდევ ერთი პლუსია. საკითხისადმი ამგვარი დამოკიდებულება ცხადია, შემთხვევითი არ ყოფილა და სავსებით შეესატყვებოდა იმ პერიოდის ისტორიული მეცნიერების მკაცრ მოთხოვნებს. მასში ევროპული, პირველ რიგში კი, რა თქმა უნდა, რუსული ისტორიოგრაფიის გამოძახილი უნდა დავინახოთ.
ზოგიერთი საკითხის შემდგომი სრულყოფა, დახვეწა, ჩვენი აზრით, გამორიცხული არ უნდა იქნას. პირველ ყოვლისა ასეთად მიგვაჩნია ლუი XIII მმართველობისადმი ინდიფერენტული დამოკიდებულება და რიშელიეს საგარეო პოლიტიკის გაშუქება. ეს საკითხი არ იმსახურებდა ასეთ ცოტა ყურადღებას და ადგილს.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2023-07-09