ქართველთა ცხოვრების ზოგიერთი ადგილის სწორად გაგებისათვის

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

ძველი ქართველთა ცხოვრება, ქართველთა ცხოვრების გამოცემები, ტექსტოლოგიური კვლევები

რეზიუმე

შუასაუკუნოვანი ქართული ისტორიოგრაფიის ღირსშესანიშნავი ძეგლი - ქართველთა ცხოვრება, იგივე ქართლის ცხოვრება, სადაც გადმოცემულია საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XVII ს. მიწურულამდე, ყოველთვის იყო და არის ქართველოლოგთა შეუნელებელი ყურადღების საგანი. ქართველთა ცხოვრების მეცნიერული შესწავლის პრობლემატიკაში სათანადო ადგილს იკავებს ტექსტოლოგიური კვლევა, რომელმაც XVIII ს. დასაწყისიდან დღემდე რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი განვლო და თითოეული მათგანი ტექსტის აკადემიური გამოცემებით აღინიშნა. ამ მიმართულებით კვლევა გრძელდება.
მკითხველს ვთავაზობთ ძველი ქართველთა ცხოვრების ზოგიერთი ადგილის (სიტყვის, ფრაზის, წინადადების თუ უფრო ვრცელი მონაკვეთის) აღდგენისა და გამართვის შესახებ ჩვენს მოსაზრებებს, რომელიც ემყარება ხელნაწერთა კითვასხვაობების შეჯერების, ისტორიული რეალიებისა და ტექსტის შინაარსობრივი ანალიზის შედეგებს. ამ გზით დადასტურდა ადრეულ გამოცემაში განხორციელებული ზოგიერთი აღდგენის მართებულობა, რომელიც შემდგომ გამოცემებში არ იქნა გაზიარებული; გასწორდა
არა ერთი ისეთი ადგილი, რომელიც ხელნაწერებში დამახინჯებულია და არც გამოცემებშია ბოლომდე გამართული (მაგ. ინფორმაცია საქართველოს ერთ- ერთი ისტორიული რეგიონის კუხეთის საზღვრების შესახებ, ქართლის სამეფოს ორად გაყოფილი ნაწილების ტერიტორიული ფარგლების შესახებ და სხვა).

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2023-07-09