ჭიათურის მარგანეცის წარმოება საქართველოში XX საუკუნის დასაწყისში

ავტორები

  • არჩილ კოხრეიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი https://orcid.org/0000-0001-5938-1109
  • ნათია მირიანაშვილი სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი https://orcid.org/0000-0002-5087-0042
  • ნოდარ შოშიაშვილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი https://orcid.org/0000-0002-7453-9258

საკვანძო სიტყვები:

საქართველო, ჭიათურა, კონცენსია, მარგანეცი, სააქციო საზოგადოება

რეზიუმე

ახლა, როცა დამოუკიდებელი საქართველო ცდილობს დაიმკვიდროს თავისი ადგილი მსოფლიოში, გააძლიეროს ეკონომიკა, დაამყაროს საქმიანი კავშირები სხვადასხვა ქვეყნებთან, მოიზიდოს ინვესტორები და ტურისტები, საჭირო და მნიშვნელოვანია ისეთი საარქივო მასალის გამოვლენა-გამოქვეყნება, რომელიც ასახავს ჭიათურის მარგანეცის წარმოების ისტორიას და მასთან დაკავშირებულ ქართველ მრეწველთა და უცხოურ ფირმათა როლს XX საუკუნის დასაწყისში. აღნიშნულ საკითხზე, საქართველოს არქივსაცავების ფონდებში დაცულ მრავალ ინფორმაციას საბჭოთა ისტორიოგრაფია ნაკლებ ყურადღებას აქცევდა. საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური კაპიტალის ბრუნვის, საკონცესიო და საინვესტიციო საკითხების, საკრედიტო და სავაჭრო ურთიერთობების და სხვ. დოკუმენტური ინფორმაციის თავმოყრა დაგვეხმარება გავაშუქოთ საკვლევი პრობლემის განვითარების ძირითადი ეტაპები, შევისწავლოთ ამ სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, შედარებითი დახასიათების გზით ვუჩვენოთ როგორ რეგულირდებოდა უცხოური ფირმების საქმიანობა საბჭოთა პერიოდში და როგორი იყო ცენტრის (საკავშირო მთავრობის) როლი საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებზე.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2023-07-09