ძველი წლის ქართული სიმბოლო

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

მითი, ქაოსი, რიტუალი, კოსმიური წესრიგი

რეზიუმე

ნაშრომში განხილულია საქართველოს მთიანეთსა და ბარის რიგ კუთხეებში, აგრეთვე, კავკასიისა და ევროპის ხალხებში დღემდე დაცული საახალწლო (საშობაო) წეს-ჩვეულება, დაკავშირებული ე. წ. საახალწლო (საშობაო) მორთან. გამოთქმულია მოსაზრება, რომ აღნიშნული რიტუალი წარმოადგენს არქაული მითის - ჭექა-ქუხილის ღვთაების მიერ სამყაროული ჰარმონიის მოწინააღმდეგე გველის ცეცხლით განგმირვის ინსცენირებას, რითაც უნდა დაიძლიოს ძველი და ახალი წლების მიჯნაზე წარმოქმნილი ქაოსი და დამყარდეს კოსმიური წესრიგი. საკუთრივ ქართული მონაცემებით, ეჭვგარეშეა, რომ სვანური საახალწლო მორი - ჴული და აღმოსავლურქართული მორები - ბებერაჲ და სათარი - ძველი წლის სიმბოლოებია.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2023-07-09