ქართველთა ცხოვრების ზოგიერთი ადგილის სწორად გაგებისათვის

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

ქართველთა ცხოვრება, მარიამისეული, ანასეული, ჭალაშვილისეული, მაჩაბლისეული, მგალობლისძის, ნუსხა, მცხეთური რედაქცია

რეზიუმე

ნაშრომი გაგრძელებაა ამავე ჟურნალში ადრე გამოქვეყნებული სტატიისა, რომელიც მიეძღვნა ქართველთა (ქართლის) ცხოვრების ხელნაწერებში შერყვნილი და გამოცემებში უმართებულოდ აღდგენილი ათეულზე მეტი მონაკვეთის გასწორებას. საკვლევ მონაკვეთად აქაც აღებულია ქართველთა ცხოვრების მხოლოდ დასაწყისი მონაკვეთი, მატიანე ქართლისად წოდებულ თხზულებამდე.
ტექსტის დადგენაზე მუშაობის პროცესში თვალნათლივ გამოჩნდა, რომ ქართველთა ცხოვრების გამოცემების საქმეში დღეისათვის დაგროვილი გამოცდილება გარდუვალად მოითხოვს გამოცემის მიზნების ცალსახად განსაზღვრას და ამ მიზნების შესაბამისად ტექსტის დადგენის მკაფიო მეთოდების შემუშავებას. სტატიაში გნხილული მაგალითები მოწმობენ, რომ ხელნაწერთა ტექსტობრივი ხარვეზების (დამახინჯებები, ნაკლულობა, აზრის ბუნდოვანება) გასწორების საქმეში გამოცემებში არსებული უზუსტობების უმრავლესობა გამოწვეულია ტექსტის დადგენის მეთოდების ეკლექტიზმით, მათი შერჩევისა და გამოყენების არათანმიმდევრულობით, რაც სავსებით ბუნებრივია ისეთი რთული სტრუქურისა და ხანგრძლივი მანუსკრიპტული ისტორიის მქონე ძეგლზე მუშაობისას, როგორიც ქართველთა ცხოვრებაა.
ქვემოთ განვიხილავთ ქართველთა ცხოვრების როგორც დაზიანებულ მონაკვეთებს ნუსხების მიხედვით, ისე მათი აღდგენისა და გამართვის ცდებს ორ აკადემიურ გამოცემაში (ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით - 1955 წ. ქვემოთ მოვიხსენიებთ 1955 წ-ის გამოცემად და რ. მეტრეველის რედაქციით - 2008 წ. ქვემოთ მოვიხსენიებთ 2008 წლის გამოცემად). არ ვეხებით მ. ბროსესა და დ. ჩუბინოვის მიერ განხორციელებულ გამოცემას, ვინაიდან ის მხოლოდ ახალი ქართველთა ცხოვრების ნუსხების საფუძველზე განხორციელდა).
საუკუნეთა განმავლობაში გადამწერთა უყურადღებობის შედეგად ტექსტის ამოგდებული თუ შერყვნილი მონაკვეთების შესაბამის ადგილას აღდგენა-დაბრუნება ხელს შეუწყობს ისეთი ურთულესი, მრავალშროვანი და ინფორმაციებით დატვირთული თხზულების მონათხრობის სწორად გაგებას, როგორიც ქართველთა (ქართლის) ცხოვრებაა.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2024-01-24