ტურიზმის განვითარების ხედვა-კონცეფცია ქვეყნის ეკონომიკური სარგებელის გაზრდის და მდგრადი განვითარების თვალსაზრისით
საკვანძო სიტყვები:
ტურიზმი, რელიგიური ტურიზმი, საკრუიზო და სამდინარო ტურიზმი, კონცეფცია, მდგრადი განვითარებარეზიუმე
სტატიაში ავტორის მიერ წარმოდგენილია საქართველოში ტურიზმის განვითარების ალტერნატიული გზების ხედვა-კონცეფცია წყლის ტრანსპორტის და რელიგიური ტურიზმის თვალსაზრისით.
აღნიშნულია, რომ დღეს საქართველოში, ტურიზმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და განვითარებადი მიმართულებაა და ისტორიულ-კულტურული რესურსებიც, თავისთავად, ტურიზმის დარგის განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. მიუხედავად ამისა, საქართველოში, არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანი რესურსებიც გაგვაჩნია.
ავტორი ყურადღებას ამახვილებს ტურიზმის ორ მიმართულებაზე, რომელიც, მისი თვალსაზრისით, უფრო მეტი სარგებლის მომტანი იქნება ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისათვის, ვიდრე რამდენიმე სფერო ერთად (ტურიზმის მიმართულებაში).
საქართველოს გააჩნია სამდინარო ტურიზმის რესურსიც და სწორი სტრატეგიული მენეჯმენტის საშუალებით, ეს მიმართულება ძალიან მომგებიანია. მიუხედავად წყლის დონის ცვლილებისა სეზონურად, დაბალწყლიანობის შემთხვევაში, გემის ბორანით ჩანაცვლება შეიძლება.
რაც შეეხება მეორე მიმართულებას, რელიგიურ ტურიზმს, დღეს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული მომლოცველი ტურის მარშრუტები (დედაქალაქიდან-დედექალაქამდე და ა.შ.), შემოსავალი ამ კუთხით ძალიან მცირეა და არც მდგრადი განვითარებადია. ამას მრავალი მიზეზი გააჩნია.
უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, არაერთი გამოწვევა და სტიქიური უბედურება თავს დაატყდა გლობალურ მსოფლიოს და ამიტომ არის საჭირო სწრაფად აზროვნება, ახალი ხედვის და მიდგომების შემუშავება-განხორციელება. დღეს, შავ ზღვაზე შექმნილმა პრობლემებმა, შესაძლებელია დიდი ხნით შეაფერხოს საკრუიზო ტურიზმი (თუმცა საქართველოსთვის ის დიდი ხანია არ არსებობს). სწორედ ამიტომაა ალტერნატიული გზების მოძებნა ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი და ასეთი აუცილებელი ქვეყნოს
ეკონომიკური სარგებელის გაზრდის და მდგრადი განვითარების თვალსაზრისით.