ქსნის ხეობის სოფელ იკოთის საგანძურიდან

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

ქსნის ხეობა, მოურავი, ქსნის ერისთავთა სასახლე

რეზიუმე

ქსნის ხეობა საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა თავისი მდიდარი ისტორიული წარსულით, არქეოლოგიური მასალით, ხუროთმოძღვრული ძეგლებითა და იქ ოდესღაც არსებული ეროვნული საგანძურით. ამ ყველაფრის საილუსტრაციოდ თუნდაც მხოლოდ ნასოფლარ გედესკარში მიკვლეული ახალგორის განძი იკმარებდა. ადიდებული მდინარისაგან ჩამორეცხილ სამაროვანზე, მიწის სამუშაოების დროს შემთხვევით აღმოჩენილი ნივთები საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან
არქეოლოგიურ ძეგლად მიიჩნევა. მიეცით რომელ უწარსულო ერსაც გნებავთ ახალგორის განძი და ამ ერს ისტორია ექნებაო – ბრძანა ნიკო კეცხოველმა. ისტორიული ქსნის საერისთავოს უმნიშვნელოვანეს როლზე საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ახალგორის სიახლოვეს მდებარე სოფელ იკოთის წარსული და ეკლესია-მონასტრებში დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული საგანძურიც მიგვანიშნებს. ქართლის ამ უძველეს სოფელში აღმოჩენილი ვერცხლის სხივებიანი საყურე და ბრინჯაოს საკიდი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება, ბრინჯაოს ხანით თარიღდება.
ნაშრომში, ძირითადად ყურადღება ეთმობა იკოთში მდებარე ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, გარდამავალი ხანის ახშადის წმინდა გიორგის დარბაზულ ეკლესიას, გვიანი შუა საუკუნეების წმინდა ბარბარეს და წმინდა მარინეს ეკლესიებს, მოურავ ფიცხელაურების საგვარეულო კოშკსა და ქსნის ერისთავთა საზაფხულო სასახლეს... გაანალიზებულია მათი როლი საერისთავოს პოლიტიკურ, რელიგიურ თუ ეთნოგრაფიულ ყოფაში. მოძიებულია იქ არსებული წმინდა ხატების, საეკლესიო ნივთების,
წარწერების შესახებ ჩვენამდე მოღწეული ცნობები. განმარტებულია სოფლის სახელწოდება, რომელიც მამაკაცის საკუთარ სახელს უნდა უკავშირდებოდეს.
ბევრი ცნობილი მოღვაწე იმყოფებოდა ფიცხელაურების სოფელში სტუმრად: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, შიო არაგვისპირელი, გალაკტიონ ტაბიძე, გიორგი ლეონიძე, ექვთიმე თაყაიშვილი. ექვთიმემ იკოთში არაერთ მნიშვნელოვან ისტორიულ წყაროს მიაკვლია.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2024-07-25

მიმდინარე

განყოფილება

მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია