საბჭოთა საქართველოს კულტურის პოლიტიკის მოდელი
საკვანძო სიტყვები:
საბჭოთა საქართველო, კულტურა, კულტურის პოლიტიკა, ტოტალიტარიზმი, კულტურის პოლიტიკის საერთაშორისო კონცეფცია- მოდელებირეზიუმე
1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და 1922 წლიდან ახალშექმნილი სახელმწიფოს-საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის-ახალი საბჭოთა ტოტალიტარული იმპერიის შემადგენლად საქართველოს ქცევის შემდეგ რადიკალურად შეცვლილმა პოლიტიკურ-იდეოლოგიურმა და სოციალურ-ეკონომიკურმა მდგენელებმა დიდი გავლენა მოახდინა ქართულ კულტურასა და კულტურის სფეროს მართვის სისტემაზე-კულტურის პოლიტიკაზე. საბჭოთა პოლიტიკური სისტემის უმთავრეს მახასიათებლად გამოიკვეთა მისი იდეოლოგიზება, რამაც ლოგიკურად გამოიწვია კულტურის სფეროს მართვის შესაბამისი ამოცანებისა და ინსტრუმენტების შემუშავების აუცილებლობაც. კვლევის ფარგლებში, კულტურის საბჭოთა პოლიტიკასთან დაკავშირებული უხვი დოკუმენტური მასალის (ოთხი საბჭოთა კონსტიტუციის, კულტურის
სფეროს მართვის გარდასაქმნელად გამოცემული საკანონმდებლო აქტების, დეკრეტების, სამეცნიერო ლიტერატურისა და სხვ.) გაანალიზების შედეგად მივიჩნიეთ, რომ ე.წ. საბჭოთა კულტურულ რევოლუციად კანონიზებული სფეროს იდეოლოგიურ-ცენტრალიზებული მართვის სისტემის ყველაზე არსებითი ამოცანები და, ერთდროულად, ინსტრუმენტალიები იყო: განათლების რეფორმა; იდეოლოგიური ბრძოლა სოცრეალისტური კულტურის დასამკვიდრებლად; კულტურის სფეროს ცენტრალიზებული
ინსტიტუციური მართვა; ცენზურა და რეპრესიული სისტემის დამკვიდრება; ანტირელიგიური პოლიტიკა. საბჭოთა კულტურული რევოლუციის, ანუ კულტურის პოლიტიკის ამ ვექტორთა მიხედვით, სტატიაში საბჭოთა საქართველოს კულტურის პოლიტიკის ჩარჩო-მოდელს ვუწოდეთ ტოტალიტარულ-იდეოლოგიზებული მოდელი. საერთაშორისო კონცეფცია-მოდელთაგან კი ის ინჟინერი სახელმწიფო მოდელია. ის ემსგავსება კულტურის პოლიტიკის სახელმწიფო ბიუროკრატიულ-საგანმანათლებლო
კონცეფცია-მოდელსაც.