იმერეთის სამეფო რუსეთ-ოსმალეთის ურთიერთობებში XVIII საუკუნის II ნახევარსა და XIX საუკუნის დამდეგს

ავტორები

  • ეკატერინე სოხაძე

საკვანძო სიტყვები:

რუსეთ-ოსმალეთის ურთიერთობა, იმერეთის სამეფო, სოლომონ I, სოლო ორშაბათი, საგარეო პოლიტიკა, ომი, სამშვიდობო ხელშეკრულება

რეზიუმე

საქართველოს ისტორიის შესწავლისას მრავლად გვხვდება ბრძოლისა და თავდადების მაგალითები, ამგვარად ვიგებთ თუ რაოდენ დიდი და რთული გზა განვლო ქვეყანამ, რომ დღემდე მოეღწია, რამდენჯერ იქცა ძლიერ სახელმწიფოთა შორის დავის საგნად, რაც განპირობებულია საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობით, ჰეგემონობისკენ მიმართულ ძლიერ სახელმწიფოთა მეზობლობით. ცალსახაა სამხრეთ-კავკასიაში საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა, რომ ის ფაქტობრივად იყო და არის ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდი აღმოსავლეთისა და დასავლეთის, იგი უზრუნველყოფს გასასვლელს შავ ზღვაზე.
აქედან გამომდინარე, ამიერკავკასიაში მდებარე საქართველო დროთა განმავლობაში ხშირად ხდებოდა სხვადასხვა ცივილიზაციის ინტერესის საგანი. ხოლო მას შემდეგ, რაც XVIII საუკუნეში სამხრეთ-კავკასიაში რუსეთ-ოსმალეთს შორის დაძაბულობა დაიწყო, რასაც რამდენიმე ომი მოჰყვა: 1768-1774, 1787-1791, 1806-1812, 1828-1829, 1853-1856, 1877-1878 წლებში.
საქართველო რეგიონში ორ მთავარ აქტორს შორის მოქცეული აღმოჩნდა, განსაკუთრებული ზარალი მიაყენეს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ სამეფო-სამთავროებს.
სტატიაში კი ძირითად აქცენტს ვაკეთებთ თუ რა კუთხით შეეხო იმერეთის სამეფოს ორ ქვეყანას შორის გამართული საომარი მოქმედებების ტალღა. განვიხილავთ რა იმერეთის სამეფოს როლს რუსეთ-ოსმალეთის ურთიერთობებში და ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც არსებობს აღნიშნული თემის ირგვლივ.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2026-02-05