XVII საუკუნის ქართული შავი მელნის მანუსკრიპტის ზედაპირის შესწავლა ატომური ძალის მიკროსკოპით, მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპით და ენერგო-დისპერსიული სპექტროფოტომეტრიული მეთოდებით

ავტორები

  • დავით ხუციშვილი
  • რეზო კლდიაშვილი
  • მზია ჟვანია

საკვანძო სიტყვები:

აძმ, შავი მელანი, რემ, მანუსკრიფტი, ედს

რეზიუმე

ამ კვლევაში წარმოდგენილი გვაქვს მეჩვიდმეტე საუკუნის ქართული ქაღალდზე შესრულებული ხელნაწერი შავი მელნის ზედაპირის მორფოლოგიური და ელემენტური ანალიზი ატომურ ძალოვან-მიკროსკოპული (აძმ), რასტრულ ელექტრონულ მიკროსკოპული (რემ) და ენერგო-დისპერსული სპექტროფოტომეტრული მეთოდების გამოყენებით (ედს). რასტრულ ელექტრონული მიკროსკოპით (ფირმა jeol) მიღებულ იქნა ხელნაწერი მელნის ნიმუშის ზედაპირების გამოსახულებები და ზედაპირების კონკრეტულ არეებში, ედს-თი გამოვლინდა მელნის ზედაპირზე არსებული ქიმიურ ელემენტთა პროცენტული შემცველობა. ედს მონაცემები მივიღეთ შავი მელნის 11 სხვადასხვა ზედაპირიდან. ძირითადად გამოვლენილი იქნა ნახშირბადის და ჟანგბადის ელემენტები, რომელთა პროცენტული შემცველობა საშუალოდ ნახშირბადის შემთხვევაში 49.28% და ჟანგბადის შემთხვევაში 44.77%-ს შეადგენს. გარდა ამ ორი ელემენტისა შედარებით მცირე შემცველობით გამოვლენილი იქნა შემდეგი ელემენტები: გოგირდი, რკინა, კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, სილიციუმი, ალუმინი, ნატრიუმი და ტყვია. რასტრული ელექტრონული მიკროსკოპის სკანირების არეალებია: 50 და 100 მიკრომეტრი. აგრეთვე ამ სტატიაში წარმოდგენილია აძმ კვლევაც (ფირმა Vecco). ამ მეთოდით, გამოვლენილი იქნა მელნის ზედაპირზე მიკროსტრუქტურები, რომელთა ზომები მაქსიმუმ 12.87 მიკრონი და მინიმუმ 3 მიკრონს შეადგენდა. ამ კვლევაში არ გვაქვს წარმოდგენილი ამ სტრუქტურების როგორც ნივთიერებების იდენტიფიცირება, რაც სამომავლოდ გვაქვს განზრახული. თუმცა აძმ-თი და ედს-ით მიღებული მონაცემების შეჯერება ცხადყოფს, რომ მართლაც ნახშირბადის შემცველი სტრუქტურებია გამოვლენილი კონკრეტული ნივთიერებათა იდენტიფიკაციის გარეშე. ეს შესაძლოა იყოს, როგორც გამომწვარი ხე ან ძვალი, რაც მელნის პიგმენტად იყო გამოყენებული მეჩვიდმეტე საუკუნის ქართულ ეპოქაში. ჩვენი ჰიპოთეზა გახლავთ, ის რომ, აღნიშნული საკვლევი მეჩვიდმეტე საუკუნის მელანის მანუსკრიპტი წარმოადგენს შავი პიგმენტისგან დამზადებულ მელანს.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2022-07-02

მიმდინარე

განყოფილება

ხელნაწერული მემკვიდრეობა