საქართველოს დამფუძნებელი კრება და ერთა ლიგა
საკვანძო სიტყვები:
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, საგარეო პოლიტიკა, დამფუძნებელი კრება, ერთა ლიგარეზიუმე
პირველი მსოფლიო ომის დაწყების 1914 წ. და 1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ რუსეთში შეიქმნა დროებითი ხელისუფლება, ხოლო ამიერკავკასიაში ჩამოყალიბდა ადგილობრივი დროებითი ხელისუფლება „ოზაკომი“, რომელიც დაკომპლექტებული იყო პეტერბურგის წარმომადგენლით, სომხური პარტია „დაშნაკციუთიუნის, აზებაიჯანული „მუსავატების“ და ქართველი სოციალ-დემოკრატების მიერ. თუმცა დროებითმა ხელისუფლებამ რუსეთში დიდხანს ვერ გაძლო და ის 1917 წლის ოქტომბერ-ნოემბრის გადატრიალების შედეგად დაემხო. 1918 წლის 10 (23) თებერვალს ამიერკავკასიის პარლამენტმა „ამიერკავკასიის სეიმმა“ დაიწყო მუშაობა, მას უნდა გადაეწყვიტა ყველა პრობლემა, რაც რუსეთის იმპერიის დაშლისა და ოსმალეთის იმპერიასთან ფრონტის მოშლის შემდეგ წარმოიქმნა, როდესაც ოსმალებს მიეცათ შესაძლებლობა სამხედრო შემოჭრა დაეწყო ამიერკავკასიაში, თუმცა სეიმმა ვერ შეძლო ამ პრობლემის მოგვარება. ასეთ სიტუაციაში 1918 წლის 26 მაისს შეიქმნა ახალი სახელმწიფო, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ქართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერობით.
პირველი მსოფლიო ომის დასრულების 1918 წ. შემდეგ, გამარჯვებული სახელმწიფოების ლიდერებმა გადაწყვიტეს აღარასდროს დაეშვათ მსგავსი ომის გაჩაღება და გადაწყვდა შექმნილიყო ორგანიზაცია, რომელიც თავიდან ააცილებდა მსოფლიოს მსგავს ომს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვუდრო ვილსონის მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით შეიქმნა
ორგანიზაცია „ერთა ლიგა“ ახალშექმნილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავისი ზოგიერთი მეზობლისგან შესაძლო საფრთხის გამო, უმეტესად ახალშექმნილი ბოლშევიკური რუსეთისგან, გადაწყვეტს თავის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად აირჩიოს „ერთა ლიგაში“ გაწევრიანება.
მიუხედავად ყველა უპირატესობისა, რაც „ერთა ლიგაში“ გაწევრიანებას ჰქონდა, ძირითადად ეს იყო დაცულობის გარანტია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტში დებატები მიმდინარეობდა გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რადგან არსებობდა მოსაზრება, რომ ეს ახალი ორგანიზაცია დიდი იმპერიალისტი სახელმწიფოთა ახალი მეთოდი იყო რათა კვლავ განეგრძოთ ბატონობა მცირე ქვეყნებზე.