წმინდა თამარის ქართველთა მეფის გასვენება და დაკრძალვის ადგილი. „წმინდა ერთგული მეუღლის თამარის მეფე ქართველთა“ პანთეონი

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

თამარ მეფის დაკრძალვა, ნერლის საფარველის ეკლესია, შუაგუმბათოვანი ეკლესია, კოშკისებური ეკლესია, არქიტექტურულ- სვეტოვანი სარტყელი, ბაგრატის ტაძარი, გელათის მონასტერი

რეზიუმე

სტატიაში განიხილება საქართველოს მეფის წმინდა თამარის დაკრძალვის საკითხები, განსაზღვრულია და მოყვანილია მტკიცებულებები მისი სამარხი ადგილის შესახებ. პირველად ქვეყნდება აღმოჩენილი ფაქტები, რომლებიც ამას ადასტურებენ და გვაძლევენ საშუალებას შევაფასოთ უდიდესი სამუშაოს გამხელისა და ჩვენების, როგორიცაა საქართველოს სამეფო ოჯახის, სახელმწიფოსა და ეკლესიის მიერ ჩატარებული მსოფლიოში ანალოგის არმქონე ათასწლეულის უმსხვილესი საიდუმლო
ოპერაცია, რომელიც ეხება დედოფლისა და წმინდანის კუბოს გატანასა და ტრანსპორტირებას, დაკრძალვის ადგილის განსაზღვრას, დიდებული, უნიკალური ტაძრის - „წმინდა ერთგული მეუღლე თამარის მეფე ქართველთა“ პანთეონის მშენებლობა და ტერიტორიის მოწყობა, საიდუმლოების და კონსპირაციის ყველა ნორმის დაცვით. დავალება ბრწყინვალედ შესრულდა.
ეს გამოცანა 800 წელზე მეტისაა.
როგორც აღმოჩნდა, ეს არ იყო საკმარისი. სხეულის დამარხვა ადვილი იქნებოდა. მაგრამ ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ მონახულიყო საქართველოს მომავალი თაობისთვის ამ საიდუმლოს მიტანის ხერხი, ეცნობებინათ სიმართლე, მიეცათ საშუალება ეამაყათ თავისი წინაპრებითა და წმინდანებით, ელოცათ მათზე და ყოფილიყვნენ მათი მფარველობის ქვეშ.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2023-01-09

მიმდინარე

განყოფილება

მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია