გერმანელები ბათუმის ოლქში

ავტორები

  • ოთარ გოგოლიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ბათუმი, პორტი, გერმანელები, პორტო ფრანკო

რეზიუმე

1878 წელს, ბერლინის კონგრესის თანახმად, ბათუმი პორტო-ფრანკოდ გამოცხადდა. პორტო-ფრანკო ოფიციალურად 1878 წლის 29 ოქტომბერს გაიხსნა და ფუნქციონირებდა 1886 წლის 27 ივნისამდე. პორტო-ფრანკოს რეჟიმმა ბათუმის ცხოვრება უპრეცენდენტოდ ძვირი გახადა, იყიდებოდა მიწები, მაღაზიები, დაიწყო მშენებლობები. კერძოდ, საცხოვრებელი სახლების,
საწყობების, სასტუმროების და ა.შ. დოკუმენტებში მოხსენიებული არიან გერმანელი მიწის მყიდველებიც. 1880 წელს რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომი გერმანელი ვაჭრები რიხტერი, ნეუმანი და პრეხდერი ჩამოვიდნენ ბათუმში, მათ იყიდეს მიწის ნაკვეთები და ააშენეს რამოდენიმე საცხოვრებელი სახლი. დოკუმენტური მასალებიდან ასევე ცნობილია, რომ 1884 წელს გერმანელმა დორნერმა ააშენა ევროპული სტილის აბანო ბათუმში, რომელსაც ერქვა „სიმპათია“ და დიდი პოპულარობით სარგებლობდა
ქალაქში. დორნერის აბანო მოხსენიებულია 1886 წელს ბათუმზე შედგენილ კალენდარში. პორტო-ფრანკოს რეჟიმის პერიოდში საზღვარგარეთიდან ყოველ დღე შემოდიოდნენ გემები ბათუმის პორტში, ისინი ვაჭრობდნენ სხვადასხვა საქონელით.
1884 წლის ოფიციალური მონაცემების თანახმად, სხვა ქვეყნის გემებთან ერთად ბათუმის პორტში შემოვიდა 24 გერმანული
გემი 10974 ტონა ტვირთით. გერმანული გემების შემოსვლის ფაქტები შემდეგ წლებშიცაა აღწერილი.
ერთი ფაქტი ძალიან საინტერესოა, 1885 წელს გერმანელი მოგზაური გოტფრიდ ჰერმანი ჩამოვიდა ბათუმში, ვინც დარჩა ქალაქში რამოდენიმე კვირის განმავლობაში და დაწერა შთაბეჭდილებები ბათუმზე. ჰერმანს არ მოწონდა ბათუმი ხშირი წვიმებიდა და გაუვალი, ტალახიანი ქუჩების გამო. ჰერმანი ასევე საუბრობს ქალაქში მიმდინარე მშენებლობების შესახებ, შენდებოდა სახლები, სასტუმროები, მაღაზიები და ა.შ. პორტი სრული დატვირთვით მუშაობდა.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2022-07-02

მიმდინარე

განყოფილება

მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია