დავით აღმაშენებლისა და ჯვაროსნების „თანაალმობის” შესახებ

ავტორები

  • ნინო ჯაველიძე

საკვანძო სიტყვები:

დავით აღმაშენებელი, ხუთ ჯვრიანი მონეტა

რეზიუმე

2022 წელს დაისტამბა ნუმიზმატ მაია პატარიძის წიგნი დავით აღმაშენებელი (ნუმიზმატიკური მემკვიდრეობა), სადაც განხილულია დავით აღმაშენებლის ახალაღმოჩენილი, „ხუთჯვრიანი” მონეტა და მასთან დაკავშირებული საკითხები. ვიდრე ამ ნაშრომის თაობაზე მოგახსენებდეთ ჩვენს მოსაზრებას, საჭიროდ მიგვაჩნია აღვნიშნოთ, რომ მონეტებზე არსებული „ხუთჯვრიანი” ნიშნის შესახებ პირველად ჯერ კიდევ 20 წლის წინ ყურადღება გაამახვილა ისტ. მეცნ. დოქტორმა, პროფესორმა თ. დუნდუამ, ვისი აზრითაც მონეტებზე გამოსახული ეს ნიშანი იყო კათოლიკური ინტეგრაციის სიმბოლო. მკვლევარმა თავისი მოსაზრება დაასაბუთა კათოლიკურ სამყაროში მოჭრილი არაერთი „ხუთჯვრიანი” მონეტის მიხედვით. (დუნდუა, 200:8). წლების შემდგომ ნუმიზმატმა ც. ღვაბერიძემ განიხილა XIII საუკუნის ქართველ მეფეთა მონეტებზე გამოსახული „ხუთჯვრიანი” ნიშნის საკითხი და იგი მიიჩნია როგორც ქართული სიმბოლო.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2022-07-02

მიმდინარე

განყოფილება

მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია