საზოგადოების ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურის სფეროებს შორის ურთიერთობის პრობლემატიკისათვის (რა დილემის წინაშე დგას ქართული სახელმწიფო - ერთი ასპექტი)

ავტორები

  • ქეთევან ახობაძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია https://orcid.org/0000-0003-0534-9124

საკვანძო სიტყვები:

კულტურა, საზოგადოება, კულტურის პოლიტიკა, კულტურული ნორმები, ფასეულობები, კულტურული ორიენტაციები, ეკონომიკა, პოლიტიკა, სოციალური სფერო

რეზიუმე

ნაშრომში ავტორს განსახილველად გამოაქვს და წინ წევს საკითხებს, რომელიც მისი აზრით უმნიშვნელოვანესია ყველა ქვეყნის განვითარებისათვის და მით უმეტესს, საქართველოს კეთილდღეობისა და ბედნიერი მომავლისათვის. განიხილავს თემებს, რომელიც საზოგადოებაში, ადამიანების საქმიანობით და სხვადასხვა ტიპის ურთიერთობით შექმნილ ოთხ ძირითად სისტემას - პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული - ეხება.
სამყაროს ახალი აღქმა, მეცნიერთა აზრით, ძალიან შეიცვალა. იგი კარდინალურად განსხვავდება ძველი ევროპული ტრადიციული ხედვებიდან: როცა, პოსტმოდერნისტული გაგება, სამყაროს და პიროვნებას განსხვავებულად უყურებს, როცა ურთიერთობა-კომუნიკაცია და კოლექტიური შეთანხმება-ხელშეკრულება პრიორიტეტად იქცა, როცა ღირებულებების სისტემის ცვლილებები ხდება, საზოგადოების განვითარება კი - მრავალვარიანტულ-მრავალფეროვანია. საზოგადობაში მიმდინარე კულტურული ანუ სულიერი ცვლილებები ხშირად შიშს იწვევს იმათში, ვინც ტრადიციულ ნორმებს ეჭიდება და ცვლილებებს შეშფოთებით უყურებს. ამ ცვლილებებმა წარმოშვა დღეს, განვითარებულ ქვეყნებში, ყველაზე აქტუალური პოლიტიკური საკითხები. თუ როგორი ურთიერთობაა საზოგადოების ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურის სფეროებს შორის - ეს არის ის ათვლის წერტილი, რომელიც ნაშრომში განიხილება. ავტორს მიაჩნია, რომ ამ საკითხის გააზრების გარეშე, სახელმწიფოს მომავალი რთული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება, რომელიც დღესაც საკმაოდ არსებობს ჩვენი ქვეყნის რეალობაში.

ცნობილია, რომ საზოგადოების ცხოვრება ყველა, ზემოთ ჩამოთვლილ ფენომენს მოიცავს, რომელიც კონკრეტულ ტერიტორიაზე, დრო-სივრცულ მოცემულობაში, ადამიანის არსებობისა და საქმიანობის გარკვეულ ასპექტებს ასახავს. ეკონომიკური სფერო მატერიალურ-სულიერი ურთიერთობების სხვადასხვა დონეზე არსებული სისტემაა, სოციალური წარმოების სისტემა, მატერიალური და სულიერი კეთილდღეობის შექმნის პროცესი, რომელიც ადამიანს სჭირდება არსებობისა და განვითარებისთვის. პოლიტიკურ-სამართლებრივი სფერო, უპირველეს ყოვლისა, როგორც ვიცით, საზოგადოების მართვასთან, სახელმწიფოებრივ მოწყობასთან და ძალაუფლების პრობლემებთან, კანონებთან, სამართლებრივ ნორმებთანაა დაკავშირებული და ჩვენ, ადამიანები, ქცევის დადგენილ წესებს ვეჯახებით. სოციალური სფერო - ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფს შორის ურთიერთდამოკიდებულებას, კონკრეტული ჯგუფის სიღრმეში არსებულ ძირითად ღირებულებებს, იდეალებს და ცხოვრების იმ ნაწილს გულისხმობს, რომელსაც ადამიანი დაბადებიდან სიკვდილამდე გაივლის. რაც შეეხება კულტურას, ანუ მას ხშირად სულიერ სფეროს უწოდებენ, აქ ხდება პიროვნების შინაგანი სამყაროს, განცდა-ემოციების, გამოცდილების, მორალური ნორმა-შეხედულებების და ა.შ. შემოქმედებითი პოტენციალის საშუალებით რეალიზება და ასახვა.
ნაშრომში წამოწეულია სიღრმისეული საკითხი - საზოგადოების ცხოვრების რომელი სფერო უფრო მნიშვნელოვანი ადამიანისათვის, საზოგადოებისათვის? ამ კითხვაში დევს სწორედ დილემა, რომლის ერთგვაროვნად და ცალსახად პასუხი, ავტორის თვალსაზრისით, არასწორია და ეს შეცდომა, შემდეგ უკვე, საზოგადოების, ქვეყნის ცხოვრების მართვისა და განვითარების პროცესში იჩენს თავს. იგი მიიჩნევს, რომ საკითხს ამ სფეროების ურთიერთდამოკიდებულება-ზემოქმედების კუთხიდან უნდა შევხედოთ და მათ ურთიერთგავლენებზე ვისაუბროთ. მისი მიზანია, ხელისუფლების იმ პირების ყურადღების მიქცევა, ვის ხელშიც ქვეყნის მართვის ბერკეტები და ბედია.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2024-07-22