ქართველობა მე-19 საუკუნის 50-იან-60-იან წლებში
საკვანძო სიტყვები:
ქართველობა, იდენტობა, რუსეთი, ოსმალეთირეზიუმე
წინამდებარე ნაშრომში განსხვავებული რაკურსით გაანალიზებულია ქართული იდენტობის ისტორია მე-19 საუკუნის 50-60-იან წლებში. ამ თვალსაზრისით განხილულია ყირიმის ომი და ქართული სამეფო-სამთავროების საკითხი. წარმოჩენილია საკვლევი თემატიკის საზოგადოებრივი აღქმები. ნაჩვენებია თუ როგორ აღიქვამდა ქართველობა ყირიმის ომს, როგორ იქნა ჩაბმული ომში საქართველო, როგორც იმპერიის შემადგენელი ნაწილი, ან ტერიტორიული იდენტობის შენარჩუნების გზა, თუ როგორც
რელიგიური ერთობა.
განხილული მასალა მოწმობს, რომ რუსეთ-ოსმალეთის ომის ამიერკავკასიის ხაზის მთავარ ძალას ქართული სახალხო ლაშქარი შეადგენდა. ტერიტორიული გადანაწილებისათვის ბრძოლაში ორივე იმპერია მისაკუთრებას უპირებდა საქართველოს ისტორიულ მიწა-წყალს. ქართველი ხალხისთვის ეს იყო ბრძოლა თავისთავადობისათვის, თავისებური აღქმა ქართველობის შენარჩუნების რთულ გზაზე. ამ ბრძოლაში რუსეთის გვერდით დგომა თვითგადარჩენის გზად წარმოედგინა ქართველობის ნაწილს,
რომლთაც რელიგიური ერთობა იდენტობის შენარჩუნების ტოლფასი ეგონა. თუმცა, რელიგიური ერთობა, როგორც ვნახეთ, ვერ გახდა იდენტობის შენარჩუნების გარანტი.