ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სტატისტიკური ნუსხები (კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული კოლექციების მიხედვით)

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

სტატისტიკური ნუსხები, ეთნო-დემოგრაფიული პროცესები, რეგიონის ონომასტიკა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ცხინვალის რეგიონი, ოკუპირებული ტერიტორიები

რეზიუმე

სტატისტიკური ნუსხები, რომლებიც, ძირითადად, მოსახლეობის აღწერის დავთრებით გვაქვს წარმოდგენილი, ამა თუ იმ რეგიონის ისტორიის რეკონსტრუქციისათვის მნიშნელოვანი დოკუმენტური წყაროა. აღნიშნული ტიპის წყაროებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესწავლისა და კვლევის საქმეში. აღწერის
ნუსხები სხვადასხვა მიზნით დგებოდა. ფეოდალურ სახელმწიფოში, ძირითადად, მისი ფუნქცია იყო გადასახადების გადამხდელთა და მოლაშქრე კაცთა რაოდენობის დადგენა. მოსახლეობის აღწერის დავთრები ზედმიწევნით ზუსტად გვიხასიათებს ეთნოდემოგრაფიულ პროცესებს, რეგიონის ონომასტიკას (პირსახელი, გვარ-სახელი, ტოპონიმია), სოციალურ-
ეკონომიკურ მდგომარეობას და ა.შ.
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში დაცული აღწერის დავთრების ნაწილი გამოქვეყნებული და შესწავლილია, ნაწილი კი გამოსაცემი. ისინი ქრონოლოგიურად XVIII-XIX სს. მოიცავს. აღწერის დავთრების გეოგრაფიაც განსხვავებულია. წარმოდგენილია, როგორც მასშტაბური ნუსხები, რომლებშიც თავმოყრილია მსხვილი რეგიონის აღწერა („ქართლის აღწერის დავთარი“, „შიდა ქართლის სოფლების კომლთა ნუსხა“, „ქსნისა და ლიახვის ოსების საკომლო მამულების ნუსხა“ და ა.შ.), ასევე კონკრეტული სოფლის მონაცემები („სოფ. ღვერთეთის ყმა-გლეხთა სია“, „ნუსხა სახელოსა და სხვა გამოსაღებისა სოფ. წირქუალიდან“ და ა.შ.); ფეოდალთა ბრძანების წიგნები ამათუიმ სოფლიდან გადასახადების აკრეფის შესახებ („ბრძანება თორნიკე ქსნის ერისთავისა იასაულისადმი გადასახადის აღების შესახებ“; „ნუსხა თორნიკე ქსნის ერისთავის ყმების მახტისა და კულუხისა ახალგორს“ და ა.შ.); სტატისტიკურ ნუსხებში ერთიანდება სხვადასხვა მოხელის წილის
ნუსხებიც („ცხრაზმის ყულარაღაზის წილი“).
სტატია ემყარება კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Hd, Qd, ფონდების მასალებს.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2024-07-25

მიმდინარე

განყოფილება

მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია