ერზურუმი რუსეთის იმპერიის აღმოსავლური პოლიტიკის ერთ- ერთი ფორპოსტი (XIX ს-ის 70-იანი წლები)

ავტორები

  • მარიამ გურეშიძე ილიას უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი https://orcid.org/0000-0002-9825-0651

საკვანძო სიტყვები:

რუსეთის იმპერია, ჩრდილო კავკასია, ჩეჩნები, ქურთები, ერზურუმი

რეზიუმე

XIX საუკუნეში რუსეთის იმპერია აქტიურად წარმართავდა კავკასიის დაპყრობას. ჩრდილო კავკასიელებმა დროში გაწელილ უთანასწორო ბრძოლაში, იმპერიას ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს. იმამ შამილის დატყვევებით (1859) ჩრდილო კავკასიაში მურიდიზმი და ჩეჩენთა კონსოლიდაცია დასრულდა. ჩრდილო კავკასიის სრულად დამორჩილებას, შემდგომში, ჩეჩნების
ოსმალეთის იმპერიაში გადასახლება და მათი ერზურუმში, ერზინჯანში და დიარბაქირში ჩასახლება მოჰყვა (1864).
საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების შესწავლით, ჩვენთვის ცნობილი გახდა ჩეჩენთა გადასახლებას და განსაკუთრებით, ზემოთ აღნიშნულ ერზურუმის ლოკაციაზე მათ ჩასახლებას რუსეთის იმპერიის მხრიდან რა გათვლები ედო საფუძვლად და როგორ აისახა 1877-1878 წწ. რუსეთ-თურქეთის ომის დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2024-12-25