წმინდა დიდმოწამე დედოფალ ქეთევანის დაბადების თარიღისათვის

ავტორები

  • გიორგი სარაჯიშვილი

საკვანძო სიტყვები:

St. Ketevan the Martyr, Georgia, Date of birth

რეზიუმე

ქეთევან დედოფლის ბიოგრაფიაში (ქ.ს.ე. 1986, გვ. 498) დაბადების თარიღი გამოტოვებულია, რადგან საისტორიო თუ ლიტერატურული წყაროების მიხედვით დადგენილი არ იყო.
ლევან მეფის ძემ, კახეთის მეფემ (1574-1605) ალექსანდრე II-მ (1527-1605), “ბაგრატოვანთა მეფედ შთამომავალთა თავადის აშოთან მუხრან ბატონის ასული, სოფ. მუხრანში დაბადებული 1587 წელს” ( სავანელი, 1857, 36), 14 წლის ქეთევანი შეაუღლა უფროსს შვილს (ქ.ს.ე. 1976, გვ. 498) დავით I-ს (გ. 21.X.1602) კახეთის მეფეს (1601-02), (ქ.ს.ე. 1978, გვ. 332), დავითის “ძალით
მიტაცებულმა მეფობამ დაჰყო არა დიდხანს, მეფობდა იგი ექვსი თვე”. ორი წლის შემდეგ 1589 წელს (გ.ს.) შეძენილი შვილი კახეთის მეფე (1606-1648), ქართლ-კახეთის მეფე (1625-1632) თეიმურაზ I (1589-1663) შაჰ-აბასთან იზრდებოდა, როცა მისმა ბიძამ, მეფე ალექსანდრე II-ის გამაჰმადიანებულმა შვილმა კოსტანტინე I-მა (დაახლ. 1566-X.1605), რომელიც ასევე ბავშვობიდან იზრდებოდა ირანში, შაჰ-აბასის დავალებით და სპარსელების დახმარებით მოკლა მამა _ ალექსანდრე II, ძმა გიორგი, რამდენიმე კახელი დარბაისელი, “არხიეპისკოპოზი რუსთველი, რომელიც ექადოდა მას საუკუნო შეჩვენებითა მამის სიკვდილისა და სხვა ბოროტ მოქმედებისათვის მისისა” (სავანელი, 1857, გვ. 36) და თავი მეფედ გამოაცხადა. “ხალხმა იგი მეფედ არ მიიღო, კახელები აჯანყდნენ და 1605 წელს თავი მოკვეთეს (ქ.ს.ე ტ. 5, 1980, გვ. 612). აჯანყების სათავეში კახელებმა ქეთევან დედოფალი ჩაიყენეს,
მაშინ დედოფალი “31(32) წლის იყო, როცა მიიღო კახეთის მფლობელობა” (სავანელი, 1857). “ესრეთმა ქცევამ ქეთევანისამან, რომლითაც მიიღო მფლობელობა კახეთისა”, შედეგი გამოიღო: “შაჰმა სასწრაფოდ გამოუგზავნა ქვრივ დედას − ქეთევანს თეიმურაზი გასამეფებლად” (დე კასტელი, 1977, გვ. 74). თეიმურაზი გამეფდა 16 წლის ასაკში (1606) (ქ.ს.ე. 1979, გვ. 64). ეკურთხა
ბოდბის ეკლესიაში.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2025-07-14