სოციო-კულტურული ცვლილებები ასახული საქართველოს მოსახლეობის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე შუა და გვიან ბრინჯაოს ხანაში (წინასწარული მონაცემები)
საკვანძო სიტყვები:
Paleopathology, Oral diseases, Bronze Age, Georgia – South Caucasusრეზიუმე
ზოგადად ცნობილია რომ კარიესის ძრითადი გამომწვევია კარბოჰიდრატებით - ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მოხმარება (Houte, 1994; Larsen, 2006). შესაბამისად მიწათმოქმედების გაჩენამ, რაც დაკვშირებულია მარცველეულობის მოყვანასთან, დასაბამი მისცა ადამიანთა პირის ღრუს დაავადებებს და მათი სიხშირის ზრდას (Armelagos, 2009). მაგალითად, ტრიპოლიეს კულტურის ვერბეტას გამოქვაბულში (4300-4000 ძვ. წ), პრე-ისტორიულ უკრაინაში, მიწათმოქმედ მოსახლეობაში, რომლებიც მარცვლეულს მოიხმარდნენ კარიესის სიხშირე 9.5% დაფიქსირდა, ხოლო მონადირე-შემგროვებლებს შორის კი კარიესის შემთხვევები არ ყოფილა (Karsten et al., 2015 წ.) მიუხედავად იმისა, რომ კარიესის წარმოშობა დაკავშირებულია მიწათმოქმედებასთან, მისი შესწავლა ასევე საშუალებას გვაძლევს გავიგოთ თუ რამდენად ხელმისაწვდომი იყო საკვები ადამიანთათვის მათი სქესისა და სოციალური სტატუსის გათვალისწინებით.
მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მაიას პერიოდში, კალაკმულში, რომელიც დათარიღებულია ძვ.წ. 250-900 წწ, უფრო მაღალი სოციალური ფენის ქალებს ჰქონდათ კარიესის გაცილებით მეტი რაოდენობა, ვიდრე მამაკაცებს; ხოლო დაბალ სოციალურ ფენებში ორივე სქესს კარიესის ერთნაირი მაჩვენებელი ჰქონდა. ეს მონაცემები დაკავირებულია იმასთან, რომ სოციალურად დაწინაურებული მამაკაცების საკვების მოხმარება უფრო მეტად ეფუძნებოდა ცხოველურ ცილას, ხოლო ამავე ფენის ქალების საკვები მოიცავდა ნახშირწყლების მეტ მოხმარებას, რაც კარიესის ძირითადი გამომწვევია (Cucina & Tiesler, 2003).