საბჭოთა ჯანდაცვის სისტემის კრიზისი: მიზეზების ანალიზი
საკვანძო სიტყვები:
საბჭოთა ჯანდაცვა, სემაშკოს მოდელი, საბჭოთა საქართველო, ჯანდაცვა სისტემარეზიუმე
შვიდი ათწლეულის განმავლობაში საბჭოთა ჯანდაცვის სისტემა ქვეყნის ყველაზე გამორჩეულ და პროგრესულ ინსტიტუტს წარმოადგენდა, ხოლო ხალხის კეთილდღეობა მისი კეთილდღეობისა და სათანადო ფუნქციონირებისთვის აუცილებელ საკითხად ცხადდებოდა. უფრო მეტიც, ჯანმრთელობა ყველა ადამიანის კუთვნილ აუცილებელ სიკეთედ ითვლებოდა. ამრიგად, სახელმწიფოს სრული უფლებამოსილება ჰქონდა სამედიცინო მომსახურების გაწევის. ცენტრალიზებული საბჭოთა სისტემა განვითარებადი ქვეყნებისა და სხვა სოციალისტური სახელმწიფოებისთვის მოდელად იქცა. იგი შეიქმნა ყველა მოქალაქისთვის ძირითადი მომსახურების, იმუნიზაციისა და დედათა და ბავშვთა მოვლის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად და მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ინფექციურ დაავადებებთან და ეპიდემიებთან ბრძოლაში. თუმცა, მოგვიანებით პერიოდში, მაღალცენტრალიზებული სისტემა სამედიცინო მეცნიერების განვითარების შეფერხების ფაქტორად იქცა. ეკონომიკური მოტივაციის ნაკლებობამ და სექტორში სახელმწიფოს აქტიურმა ჩარევამ ის სრულ ბიუროკრატიზაციამდე მიიყვანა.
სისტემა დაინტერესებული იყო არა იმდენად პაციენტის საჭიროებების დაკმაყოფილებითა და მისი პრობლემების გადაჭრით, არამედ ქსელის ხელოვნური გაფართოებით. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის დაწესებულებების ტექნოლოგიური და მატერიალური საფუძველი მორალურად და ფიზიკურად მოძველებული ან თითქმის დანგრეული იყო, სახელმწიფო სახსრებს ახალი დაწესებულებების მშენებლობისთვის გამოყოფდა არსებულის რემონტის ან თუნდაც შენარჩუნების ნაცვლად. იმ დროს საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების სისტემა ვერ პასუხობდა თანამედროვე გლობალურ სტანდარტებსა და მზარდ მოთხოვნებს. პროფესიული უნარების ნაკლებობამ გამოიწვია სამედიცინო პერსონალის სიჭარბე და შედარებით დაბალი კვალიფიკაცია. ექიმების უზრუნველყოფის მაჩვენებელი მსოფლიოში ყველაზე მაღალი იყო, რაც მიუთითებდა ჯანდაცვის სისტემის ხარისხიანობის ნაცვლად ფართომასშტაბიან განვითარებაზე. ჯანდაცვის მუშაკების დაბალი ხელფასების გამო, ნაკლები სტიმული არსებობდა მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევისთვის.

