ხავერდოვანი რევოლუციების განვლილი გზა პოსტ-საბჭოთა სივრცეში (საქართველოსა და სომხეთის მაგალითზე)

ავტორები

  • სანდრო ცუცქირიძე

საკვანძო სიტყვები:

ხავერდოვანი რევოლუცია, ავტორიტარული რეჟიმი, სამოქალაქო საზოგადოება, პოსტ-საბჭოთა საზოგადოება

რეზიუმე

ეს კვლევა სამხრეთ კავკასიაში ხავერდოვანი რევოლუციების შესახებ კვლევების სერიის ნაწილია და მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში პირველი ორი წარმატებული რევოლუციის გამომწვევი გარე და შიდა ფაქტორების კომბინაციის ხაზგასმას. კვლევის მიზანია გააანალიზოს როგორც შიდა, ასევე გარე სოციალურ-პოლიტიკური სიტუაცია, რამაც გამოიწვია რევოლუციური განწყობების გაღვიძება საქართველოსა და სომხეთში. წარმოდგენილი კვლევა განიხილავს სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო წყაროებს და კვლევის შედეგების უკეთ წარმოსაჩენად აღწერილია ხავერდოვანი რევოლუციების წინა პერიოდები პოსტსაბჭოთა რიგ ქვეყნებში.
კვლევამ აჩვენა, რომ რევოლუციამდელი პერიოდი ორივე კავკასიურ სახელმწიფოში ხასიათდებოდა მოსახლეობის უმრავლესობაში არსებული სისტემით უკმაყოფილებით, რასაც ასევე ხელს უწყობდა სიღარიბისა და კორუფციის მზარდი მაჩვენებელი. გარდა ამისა, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა დასავლური დემოკრატიული მოდელისკენ ორიენტირებული დიასპორები (უფრო შესამჩნევად სომხეთის შემთხვევაში), რომლებიც ღიად უჭერდნენ მხარს დამყარებული რეჟიმის შეცვლას.
ნაშრომში ხაზგასმულია საქართველოსა და სომხეთში არსებული რთული სოციალურ-პოლიტიკური ვითარება, მოქმედი მთავრობის კორუფცია და როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების არჩევნებში გაყალბების ფაქტები.
ზემოაღნიშნული გარემოებების გარდა, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები, რომლებსაც არ ჰქონდათ დემოკრატია, სრულად ვერ განვითარდნენ ავტორიტარულ რეჟიმებად, რამაც განაპირობა ფერადი რევოლუციების წარმატება. საზოგადოებაში არსებობდა განცდა, რომ მშვიდობიანი პროტესტი სამოქალაქო უფლება იყო და სახელმწიფოს არ შეეძლო და არ უნდა ჩაეხშო იგი ძალით.

ნაშრომის მიზანი არ არის იმის ანალიზი, თუ რამდენად გაამართლა რევოლუციის შედეგად მოსულმა ახალმა რეჟიმმა საზოგადოების მოლოდინები, არამედ ის ფოკუსირებულია საზოგადოებრივი პროტესტის წინაპირობების სიღრმისეულ ანალიზზე, სადაც განხილულ მიზეზებს შორისაა გაყალბებული არჩევნები, ამჟამინდელი რეჟიმების არადემოკრატიული ბუნება, უცხოური გავლენა და ა.შ.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2026-02-06