მოსახლეობის საყოველთაო აღწერები საქართველოში და მათი მოკლე ისტორია

ავტორები

  • ანზორ სახვაძე

საკვანძო სიტყვები:

მოსახლეობა, დემოგრაფია

რეზიუმე

ნაშრომში მოკლედ არის აღწერილი მოსახლეობის აღწერების ისტორია, რომელიც მოიცავს საქართველოს და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს. იგი მოიცავს საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდს უძველესი დროიდან თანამედროვე ეპოქამდე და მოწმობს მოსახლეობის აღწერების დიდ სოციალურ, ეკონომიკურ და დემოგრაფიულ მნიშვნელობას. აღწერები ცივილიზაციის ადრეულ ეტაპზე, როგორც ეკონომიკური სტატისტიკის ნაწილი, ტარდებოდა და მასთან ერთად იხვეწებოდა, რასაც სტატიაში წარმოდგენილი ისტორიული მონაცემები ადასტურებს. აღსანიშნავია, რომ უძველეს აღწერებს ჰქონდა მკაფიო ფისკალური და სამხედრო მიზნები, რათა სცოდნოდათ ჯარში გასაწვევი გადასახადის გადამხდელებისა და ჯარისკაცების შესაძლო რაოდენობა.
გარდა ამისა, ნაშრომში აღწერილია და ახსნილია მოსახლეობის აღწერების თანამედროვე პრინციპები, რომლებიც სათავეს აშშ-დან იღებს მე-18 საუკუნეში. ადრე, მოსახლეობის მხოლოდ გარკვეული კონტიგენტის აღრიცხვა იყო ცნობილი, ხოლო 1790 წლის მოვლენა ქვეყნის მთელ მოსახლეობას მოიცავდა.
მე-19 საუკუნის შუა პერიოდისთვის მოსახლეობის აღწერა თითქმის უნივერსალური გახდა, რასაც ხელი შეუწყო ევროპის ქვეყნებში ადმინისტრაციული ორგანოებისგან განცალკევებული სტატისტიკური ბიუროების შექმნამ და სტატისტიკის, როგორც ცალკე დისციპლინის, განვითარებამ.
სტატიის ბოლოს წარმოდგენილია ოფიციალური მონაცემები საქართველოში ჩატარებული ყველა საყოველთაო აღწერის მიხედვით დაფიქსირებული მოსახლეობის რაოდენობის შესახებ.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2026-02-06