საქართველო უძველესი სამიწათმოქმედო კულტურის ქვეყანაა

ავტორები

  • თინათინ სადუნიშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია; საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი https://orcid.org/0000-0001-8935-6246
  • ინეზა მაისაია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტი https://orcid.org/0000-0002-0000-8630

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ენდემური მარცვლოვანი, პარკოსანი, საზეთე-ბოჭკოვანი კულტურები, დამუშავების ქართული ხალხური წესები, რელიგიური ტრადიციები

რეზიუმე

საქართველო ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებიდან გამომდინარე აგრარული ქვეყანაა. ქვეოჯახების Pooideae (ხორბალი, ქერი, ჭვავი) და Panicoideae (ღომი, ქვრიმა, ფეტვი, ბრინჯი) მარცვლეული კულტურები, პარკოსნები (ლობიო, ბარდა, ცერცვი, ოსპი, მუხუდო), საზეთე-ბოჭკოვანი მცენარეები (სელი, კანაფი, ბამბა) წარმოადგენს ქართველ ფერმერთა მატერიალური მემკვიდრეობის განსაკუთრებულ ნაწილს. ტრადიციულ კულტურებზე დამყარებული საქართველოს სოფლის მეურნეობა საუკუნეების განმავლობაში ყვაოდა. არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ისტორიული და ბოტანიკური მონაცემები მიუთითებს საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც მთელი რიგი კულტურული მცენარის წარმოშობისა და ევოლუციის ცენტრზე. Triticum-ის გვარის თხუთმეტი სახეობაა საქართველოში დაფიქსირებული და მათგან ხუთი ადგილობრივი ენდემურია; ესენია: მახა (T. macha), ჩელტა ზანდური (T. timopheevii), კოლხური ასლი (T. palaeo-colchicum), ჟუკოვსკის ხორბალი (T. zhukovskyi), დიკა (T. carthlicum). სახეობების, ფორმებისა და ჯიშების შიდასახეობრივმა მრავალფეროვნებამ განსაზღვრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ტრადიციების სიმდიდრე. ქვეყნის მრავალფეროვანმა კლიმატურმა პირობებმა ხელი შეუწყო ბუნებრივ და ხელოვნურ გადარჩევას, რამაც განაპირობა კულტურული მცენარეების მრავალფეროვნების განვითარება; ამ მრავალფეროვნების ძირითადი ნაწილი ახლა გადაშენებულია და ჩანაცვლებულია შემოტანილი კულტურებით, მაშინ, როდესაც ადგილობრივი სახეობები და შიდასახეობრივი გენეტიკური სახესხვაობები წარმოადგენენ უნიკალურ საფუძველს კულტურული მცენარეების ღირებული თვისებების შემდგომი შერჩევისთვის (მაღალი კვებითი ღირებულება, მაგ. ცილებისა და ვიტამინების მაღალი შემცველობა,
მაღალი ადაპტაციის უნარი, სხვადასხვა წარმოშობის დაავადებების მიმართ მდგრადობა და ა.შ.). სტატიაში აღწერილია მარცვლოვანი, პარკოსანი და საზეთე-ბოჭკოვანი კულტურების ისეთი ასპექტები, როგორიცაა სასოფლო- სამეურნეო ისტორია, ბოტანიკური მახასიათებლები, გავრცელება ქვეყანაში, დამუშავების ქართული-ხალხური წესები, აგრარული ტექნოლოგიები, მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებული რელიგიური ტრადიციები, ლინგვისტიკა, გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში და ხალხურ მედიცინაში, რეგიონული კულინარია.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2023-01-09

მიმდინარე

განყოფილება

მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია