საზოგადოებრივი აზრი ცხინვალში ოსების ჩამოსახლების შესახებ

ავტორები

  • შოთა ვადაჭკორია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი https://orcid.org/0000-0002-8376-6495

საკვანძო სიტყვები:

ოსები საქართველოში, საქართველოს გასაბჭოება, ცხინვალი, მოსახლეობის აღწერა, ქართველთა შევიწროება

რეზიუმე

დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით ნაშრომში დასაბუთებულია: 1) ქართველი ისტორიკოსების მიერ, ოსების საქართველოში ჩამოსახლების საფეხურებრივი პროცესების წინწამოწევა და ობიექტური ისტორიის საზოგადოებისადმი მიწოდება ორმა ფაქტორმა განაპირობა: ა) ოსი ისტორიკოსების მხრიდან ქართულ-ოსური ურთიერთობების მიზანმიმართულმა ფალსიფიკაციამ და ბ)საქართველოს ტერიტორიაზე ოსების აბორიგენ მოსახლეობად ლამის გამოცხადების ტენდენციამ; 2) სამეცნიერო ლიტერატურის გათვალისწინებითა და შესაბამისი დოკუმენტური მასალის გაანალიზების საფუძველზე ნაშრომში დასაბუთებულია: ა) საქართველოში ოსების პირველი ნაკადის ჩრდილოეთიდან ჩამოსახლება XVII საუკუნის პირველი ნახევრიდან იწყება; ბ) ოსების
გახშირებული ჩამოსახლების პროცესი საქართველოში XVIII საუკუნიდან იღებს სათავეს; გ) XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან, მეფის რუსეთის მოხელეთა ხელშეწყობითა და ლობირებით, საქართველოში ოსების ჩამოსახლებამ პერმანენტული ხასიათი მიიღო; 3)კავკასიის არქეოგრეაფიული კომისიის აქტების კრებულში დაბეჭდილი დოკუმენტებით ირკვევა: ა) გორის მაზრის
ქართული სოფლების მოსახლეობისადმი ოსების მხრიდან გამუდმებული თავდასხმებისა და ძარცვის გამო, ცხინვალში ოსების თავისუფლად შესვლა, მეფის რუსეთის ხელისუფლებისგან იყო აკრძალული; ბ) 1886 წელს ჩატარებული აღწერის საფუძველზე შედგენილი საოჯახო სიებისა და 1917 წელს საქართველოში ჩატარებული აღწერის მიხედვით, ცხინვალში ოსების ცხოვრების ფაქტი არ დასტურდება; 4) ოსების ცხინვალში საცხოვრებლად დამკვიდრების დაწყების პირველი საფეხური, საქართველოს გასაბჭოებას უკავშირდება. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 1921 წლის 25 თებერვლიდან – 1922 წლის ჩათვლით, ცხინვალში 613 ოსი ჩასახლდა, ხოლო, 1926 წლის აღწერის მიხედვით, ცხინვალში მცხოვრები ოსების რაოდენობა 1152 კაცამდე გაიზარდა. საარქივო მასალებზე და ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, დაბეჯითებით შეიძლება იმის
მტკიცება, რომ 1801 წლიდან 1920 წლის ჩათვლით, ცხინვალი წმინა ქართული ქალაქი იყო და იქ არცერთი ოსი არ ცხოვრობდა. მხოლოდ საქართველოს გასაბჭოების დღიდან (1921 წლის 25 თებერვალი) ქართველთა შევიწროების ხარჯზე, 70 წლის მანძილზე იგი ოსურ ქალაქად იქცა. ცხინვალში ოსიანობის დაჩქარებული პროცესი, გასაბჭოებული საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან, ოსებისადმი განსაკუთრებული ლობირების შედეგს წარმოადგენდა.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2023-01-09

მიმდინარე

განყოფილება

მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია