ქართველი ერის პეტიცია (1921-1922 წწ.)

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

საბჭოთა რუსეთი, ანტონ დენიკინი, პეტიცია, ოსმალეთი, ოკუპაცია

რეზიუმე

1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია და ანექსია განახორციელა. საქართველოში საბჭოთა რეჟიმი დამყარდა. საოკუპაციო რეჟიმის სისასტიკე საზოგადოების ყველა სოციალურ ფენას შეეხო. ამით შეწუხებულმა ქართულმა საზოგადოებამ 1921 წელს პეტიცია შეადგინა, რომლითაც მსოფლიო თანამეგობრობას მიმართა და რუსეთის საოკუპაციო ჯარის საქართველოდან გაყვანა მოითხოვა (პეტიციაზე ხელმოწერები 1922 წლის აპრილის ჩათვლით გაგრძელდა). პეტიციას ხელს 31 000-ზე მეტი ადამიანი აწერდა. ხელმომწერთა გეოგრაფია საკმაოდ მასშტაბური იყო და თბილისის გარდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოიცავდა. ხელმომწერებს შორის იყვნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსისა და სოციალური ფენის ადამიანები. ჩვენთვის უცნობია, აღნიშნული მემორანდუმი გაიგზავნა თუ არა საქართველოდან და ადგილი ჰქონდა თუ არა მასზე რაიმე სახის რეაგირებას.
ფაქტია, რომ საქართველოში საბჭოთა რეჟიმის შეცვლას 70 წელი დასჭირდა.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2023-07-09