„ზოგიერთი განმარტება“ თერგდალეულთა პოლიტიკური ფილოსოფიის შესახებ (აკად. გ. მელიქიშვილის „ზოგიერთი განმარტების“ გამო)

ავტორები

  • ომარ გოგიაშვილი Georgian Technical University

საკვანძო სიტყვები:

ეროვნული, პატრიოტული, იდეოლოგია, ინტერნაციონალიზმი, კოსმოპოლიტიზმი, სოციალური

რეზიუმე

საქართველოში ჯერ სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური), ხოლო შემდეგ საბჭოთა (ბოლშევიკური) ხელისუფლების დამყარებამ საზოგადოებრივ აზროვნებაში ის თეორიები გააბატონა, რომლებიც მენშევიკურ-ბოლშევიკური პოლიტიკური პარტიული იდეოლოგიების სახით მანამდეც არსებობდა და ყოველივე ეროვნულს მკვეთრად უპირისპირდებოდა.
მათ საერთო მიზანი ჰქონდათ და ამ მიზნის მიღწევაში მენშევიკების და ბოლშევიკების ლიდერები ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ. მათ სურდათ, კაცობრიობის „ბრძენთა“ და „გენიოსთა“ ოქროს ფონდის გამოყენებით, საქართველოს რეალურ გამოწვევებზე მორგებული ილიას ეროვნული იდეოლოგიის ადგილი ქართულ ცნობიერებაში სოციალური უტოპიით
გაჯერებულ ინტერნაციონალურ-რევოლუციურ პოლიტიკურ ნაზავს დაეჭირა.
ილიას პატრიოტულ-ეროვნული მემკვიდრეობის დაცვა ტოტალიტარული საზოგადოების პირობებში ურთულეს ამოცანას წარმოადგენდა იმის გათვალისწინებით, რომ მისი მოწინააღმდეგე თეორეტიკოსები ხელმძღვანელ პარტიულ და სახელმწიფო პოსტებს იკავებდნენ. ასეთ პირობებში ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრის მკვლევართა დიდი უმრავლესობა დინებას მიჰყვებოდა და მორჩილად ემსახურებოდა პარტიის იდეოლოგიურ დაკვეთებს. მაგრამ იყვნენ ერთეული მეცნიერები,
რომლებიც მეცნიერული კარიერისა და პირადი უსაფრთხოების ეჭვქვეშ დაყენებით ცდილობდნენ, ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოღვაწეების მემკვიდრეობა დაეცვათ იდეოლოგიური გაყალბებისაგან. ამის მკაფიო მაგალითად წარმოგვიდგება გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი გიორგი მელიქიშვილი. მისი მაღალმეცნიერული და მოქალაქეობრივი
მიზანი, როგორც თავად მიუთითებდა, ის იყო, რომ წარმოედგინა „ილია ჭავჭავაძე და მისი მიმდინარეობა, მათი მსოფლმხედველობა და საქმიანობა რაიმე „შელამაზების“ გარეშე“, რაც, პირველყოვლისა, ეროვნული იდეოლოგიის პარტიული გაყალბებისაგან გათავისუფლებას ნიშნავდა.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2024-07-25