საზოგადოებრივი აზრის პოლარიზების ეტაპები ეპოქათა გასაყარზე (1988- 1992)

ავტორები

  • მაია პაჭკორია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ეროვნულ-პოლიტიკური ბანაკი, საბჭოთა ხელისუფლება, რადიკალიზმი, ლოზუნგები, სამეცნიერო ელტა, საზოგადოებრივი აზრის პოლარიზება

რეზიუმე

„ყველა დროს თავის ტკივილი აქვს და ჭეშმარიტი მეისტორიე, ვითარცა განმკითხველი, ჯერ იმის დროების ქერქში უნა ჩაჯდეს და მერე განიკითხოს თვით დროების შვილნიცა“  (ილია ჭავჭავაძე). ეს პრეამბულა იმისთვის დამჭირდა, კიდევ ერთხელ შევახსენო მკითხველს, რომ ერის უბედურების თავი და თავი წინამორბედთა ლანძღვა-გინება და მათი ღვაწლის გაბითურებაა, რაც ძალიან „ნაცნობი და ახლობელი“ ტენდენციაა ჩვენს პოლიტიკურ აზროვნებაში. ეს რომ მართლაც ასეა აქტიურ ჟურნალისტიკაში
ყოფნისას, უახლესი ისტორიის ქრონიკებზე მუშაობის დროს დავრწმუნდი.
სტატიის დასაწყისში მითითებულ ლინკზე ყველა ინტერვიუ, საარქივო მასალა, თუ პროცესებში მონაწილე ადამინთა მონათხრბია თავმოყრილლი. ნაშრომში კი დროის კოდებით შემოგთავაზებთ გამოყენებულ ფრაგმენტებს.
საინტერესოა, როგორ და რატომ გაჩნდა 90-იანი წლების ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში ტერმინები: მოღალატე, აგენტი, ერის მტერი და რა შედეგამდე მიიყვანა იარლიყებმა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი პოლიტიკური ძალები. ამ შეკითხვებზე პასუხები არა მხოლოდ სამეცნიერო პუბლკაციებში, არამედ ვდეოარქივებშიც უნდა ვეძებოთ. გასაოცარ ფაქტებს ინახავს ჩვენი ელექტრონული ისტორია, რომელმაც ეპოქათა გასაყარზე მიმიდინარე პროცესების უტყუარი ფაქტობრივი მასალა
შემოგვინახა. მე, რგორც ჟურნალისტს, 2010 -12 წლებში საზოგადოებრივ მაუწყებელში „ უახლესი ისტორიის ქრონიკებზე“ მუშაობისას, საშუალება მომეცა გავცნობოდი უნიკალურ საარქოვო მასალას, რომელიც მე -20 საუკუნის 80 - 90 -იანი წლების საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას იძლევა. ამ ბატალიებში მონაწილე ადამინათა
ინტერვიუებზე მუშაობამ და ისეთ ისტორიკოსთა ნაშრომების განცნობამ, როგორებიც გახლავთ: მარიამ ლორთქიფანიძე, ვახტანგ გურული, დიმიტრი შველიძე, გურამ ყორანაშვილი, იგორ კვესელავა და სხვანი, გადამაწყვეტინა უკვე, როგორც ისტორიკოსს და მკვლევარს გამეგრძელებინა მუშაობა და ამომეხსნა ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზების და დაუსრულებელი რევოლუციური ეიფორიის საიდუმლო. სტატიის მიზანი არ არის ვინმეს დადანაშაულება ან გმირად შერაცხვა, ნაშრომი მიზანად
ისახავს ერთხელ და სამუდამოდ შევცვალოთ ამ ქვეყანაში შავ - თერი აზროვნება, „გმირებისა და მოღალატეების“ ჭიდილი.
30 წლის მანძილზე ერთ წრეზე სიარულის პირობებში, ხშირად შევხედოთ საკუთარ ქმედებებს გვერდიდან და დისტაციიდან მაინც გავაანალიზოთ შეცდომები. ისტორიის ცოდნის არსიც ხომ ეს არის. ფაქტების ცოდნას მოაქვს ანალიზის უნარი, რომლიც გამორიცხავს რადიკალიზმს და ემოციურ ეგზალტაციას, რაც ასე ფეხმოკიდებულია ჩვენს სინამდვილეშიც.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2024-12-25