საარქივო მასალა შოთა რუსთაველისა და მისი ეპოქის მუზეუმის შესახებ
საკვანძო სიტყვები:
შოთა რუსთაველი, საარქივო მასალებირეზიუმე
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქივში დაცულია მეტად საინტერესო მასალა შოთა რუსთაველისა და მისი ეპოქის მუზეუმის შესახებ, რომელიც გაიხსნა 1937 წლის 03 იანვარს და ფუნქციონირებდა 1941 წლის 01 აპრილამდე. საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს გადაწყვეტილება შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის “შექმნის 750 წლისთავთან
დაკავშირებით მუზეუმის ჩამოყალიბების შესახებ მიღებულ იქნა 1936 წელს. მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე პროფესორი ივანე ჯავახიშვილი. მუზეუმის მიზანს წარმოადგენდა XI-XIII სს. საქართველოს სულიერი და მატერიალური კულტურის წარმოჩენა. მკითხველს ვთავაზობთ საარქივო მასალას, კერძოდ რამდენიმე ხელშეკრულებას (სულ გაფორმდა 70 ხელშეკრულება), რომელიც ასახავს
მოსამზადებელ სამუშაოებს მუზეუმის გამოფენის (ექსპოზიციის) გასამართავად, აგრეთვე მუზეუმში თავმოყრილი უაღრესად მნიშვნელოვანი ფონდის შემდგომი ბედის შესახებ.