ისლამიზმი და ჯიჰადიზმი კავკასიაში: კომპლექსური მიდგომა რადიკალური მოძრაობების ანალიზისათვის
საკვანძო სიტყვები:
ისლამიზმი, ჯიჰადიზმი, კავკასია, ცციფრული ეთნოგრაფიარეზიუმე
სტატიის მიზანია კავკასიის რეგიონში ისლამური ჯიჰადიზმის ანალიზი, რომლის ფარგლებშიც ის ინტერდისციპლინურ თეორიულ ჩარჩოს ქმნის. ეს უკანასკნელი ოთხ თეორიას აერთიანებს: ცივილიზაციათა შეჯახება, სოციალური კონსტრუქტივიზმი, სოციალური მოძრაობები და ტრანსნაციონალიზმი. ნაშრომი ასახავს ვიწრო დისციპლინური ჩარჩოებისგან გათავისუფლების მცდელობას ამ კონცეფციების ახლებურად და კომპლექსური დისკუსიის გზით გამოყენებით. ის აჩვენებს, რომ კავკასიური ჯიჰადიზმი არ არის ერთგანზომილებიანი და, წინააღმდეგობის მოძრაობის გარდა, ცივილიზაციური პროტესტის ფორმაა, გლობალური ქსელის კომპონენტი და იდენტობის ტრანსფორმაციის შედეგი. კომპლექსური ანალიზი ასევე მოიცავს ციფრული ეთნოგრაფიის მეთოდს, რომელიც გამოიყენება ტრანსნაციონალური რადიკალური ჯგუფების ონლაინ აქტივობის, კომუნიკაციისა და მობილიზაციის შესასწავლად.

